სამუშაო დროის აღრიცხვა კლინიკებისთვის
კლინიკაში ერთდროულად მუშაობენ ექიმები, ექთნები, ადმინისტრაცია და დამხმარე პერსონალი — სხვადასხვა გრაფიკითა და ანაზღაურებით. Timo ყველას ნამუშევარ დროს ზუსტად აღრიცხავს და კანონით მოთხოვნილ ტაბელს თავად ავსებს.
3 თანამშრომლამდე სამუდამოდ უფასო · ბარათი არ სჭირდება
ცვლები და ღამის მორიგეობა
ღამის ცვლა, რომელიც შუაღამის შემდეგ მთავრდება, მთლიანად დაწყების დღეს ეკუთვნის. განრიგში ცვლებს წინასწარ გეგმავთ, დაგვიანება და ზეგანაკვეთური კი სწორედ გრაფიკთან შედარებით ითვლება.
პოზიციები და ანაზღაურება
ექიმს, ექთანს და ადმინისტრატორს შეიძლება სხვადასხვა საათობრივი ან თვიური განაკვეთი ჰქონდეს. თუ ერთი ადამიანი რამდენიმე პოზიციაზე მუშაობს, თითოეულს თავისი განაკვეთი აქვს.
ვინ რას ხედავს
- როლები — მფლობელი, HR, მენეჯერი, ბუღალტერი — და განყოფილებები, რომლებსაც თითოეული ხედავს.
- ფილიალის მენეჯერი მხოლოდ თავისი ფილიალის პერსონალს ხედავს.
- დროის ყოველი ხელით ჩასწორება მიზეზით და ავტორით აუდიტ-ლოგში ინახება.
ტაბელი — კანონის მოთხოვნა
შრომის კოდექსი დამსაქმებელს ნამუშევარი დროის აღრიცხვას ავალდებულებს. Timo-ში ტაბელი ჩექინებიდან ივსება და Excel-ში, CSV-ში ან PDF-ში ერთი ღილაკით გადმოდის.
ხშირი კითხვები
ექიმი ორ ფილიალში მუშაობს — როგორ აღირიცხება?
ჩექინი იმ ფილიალზე იწერება, სადაც რეალურად იმუშავა, ხელფასი კი ერთიანად ითვლება.
ტაბელის შეცვლა ვინ შეძლებს?
მხოლოდ ის, ვისაც ამის უფლებას მისცემთ. ყოველი ცვლილება აუდიტ-ლოგში ჩანს — ვინ, როდის და რატომ.
სპეციალური აპარატურა სჭირდება?
არა — ჩექინი თანამშრომლის ტელეფონით (QR, GPS) ან შესასვლელთან დადებულ ტაბლეტზე PIN კოდით.
ასევე წაიკითხეთ
სცადეთ Timo თქვენს გუნდზე
Starter — უფასო 3 თანამშრომლამდე · Pro — 60₾ თვეში 30 თანამშრომლამდე · Business — ინდივიდუალური ფასი
