სამუშაო დროის აღრიცხვა აფთიაქებისთვის

აფთიაქი ხშირად დილიდან გვიან ღამემდე ან დღე-ღამის რეჟიმში მუშაობს, ფარმაცევტები კი ფილიალებს შორის გადადიან. Timo თითოეული ცვლის დაწყება-დასრულებას იწერს და ტაბელს ყველა ფილიალზე ერთად ავსებს.

3 თანამშრომლამდე სამუდამოდ უფასო · ბარათი არ სჭირდება

ღამის ცვლები დღე-ღამის აფთიაქში

ცვლა, რომელიც შუაღამის შემდეგ მთავრდება, მთლიანად დაწყების დღეს ეკუთვნის — ტაბელი და ხელფასი ორ დღეზე არ „იყოფა“. ცვლის შაბლონებით (დილის, საღამოს, ღამის) კვირის გრაფიკი რამდენიმე წუთში დგება.

ბევრი ფილიალი — ერთი სისტემა

ყოველ ფილიალს თავისი კიოსკი აქვს. ფილიალის მენეჯერი მხოლოდ თავის გუნდს, ტაბელს და ცოცხალ დაფას ხედავს, მფლობელი კი ყველა ფილიალს — ერთ ეკრანზე.

ფარმაცევტი სხვა ფილიალში

როცა ფარმაცევტი დღით სხვა აფთიაქში ჩაანაცვლებს კოლეგას, ჩექინი იმ ფილიალზე იწერება, სადაც რეალურად იმუშავა. ხელფასი ერთიანად ითვლება.

რომ არავინ ჩექინდებოდეს სხვის მაგივრად

  • კიოსკის QR კოდი ყოველ 30 წამში იცვლება — ფოტოთი გაგზავნა არ მუშაობს.
  • GPS ჩექინი მხოლოდ აფთიაქის რადიუსში მუშაობს.
  • თუ ერთი ტელეფონიდან რამდენიმე თანამშრომელი ჩექინდება, ისინი საეჭვოდ მოინიშნება.
  • Business პაკეტში ჩექინისას სელფის მოთხოვნაც შეიძლება.

ხშირი კითხვები

ფარმაცევტს ტელეფონი თან არ აქვს — როგორ ჩექინდება?

კიოსკზე — აფთიაქში დადებულ ნებისმიერ ტაბლეტზე პირადი PIN კოდით.

ღამის ცვლის საათები სწორად ითვლება?

დიახ. შუაღამის შემდეგ დასრულებული ცვლა მთლიანად დაწყების დღეს მიეკუთვნება და საათები ერთ სტრიქონში ჩანს.

რა ღირს ქსელისთვის?

Starter 3 თანამშრომლამდე უფასოა, Pro — 60₾ თვეში 30 თანამშრომლამდე და ულიმიტო ფილიალით, 30-ზე მეტ თანამშრომელზე Business-ის ფასი ინდივიდუალურია.

ასევე წაიკითხეთ

სცადეთ Timo თქვენს გუნდზე

Starter — უფასო 3 თანამშრომლამდე · Pro — 60₾ თვეში 30 თანამშრომლამდე · Business — ინდივიდუალური ფასი

+995 597 00 66 31