ტაბელის ფორმა — უფასო Excel შაბლონი

მზა ტაბელის ფორმა თვის ყველა დღით: ჩაწერეთ ნამუშევარი საათები ან აღნიშვნა (შვებულება, ბიულეტენი, გაცდენა), ჯამები კი თავად დაითვლება. იბეჭდება ერთ A4 ფურცელზე.

ჩამოტვირთეთ ტაბელის ფორმა (Excel)

XLSX · 11 KB · რეგისტრაციის გარეშე

რა არის ტაბელი

ტაბელი არის სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტი, სადაც ყოველი თანამშრომლისთვის ყოველ დღეზე იწერება, რამდენი საათი იმუშავა ან რატომ არ იმუშავა. თვის ბოლოს ტაბელიდან ითვლება ხელფასი, ზეგანაკვეთური და შვებულების დღეები. შრომის კოდექსი დამსაქმებელს ნამუშევარი დროის აღრიცხვას ავალდებულებს.

რა არის შაბლონში

  • თვის 31 დღე, 15 თანამშრომლის სტრიქონი, სახელი და თანამდებობა.
  • აღნიშვნები: საათები (8), ზეგანაკვეთური (8ზ2), შ — შვებულება, ბ — ბიულეტენი, გ — გაცდენა, დ — დასვენება.
  • ავტომატური ჯამები: ნამუშევარი დღეები, საათები, ზეგანაკვეთური, შვებულების, ბიულეტენისა და გაცდენის დღეები.
  • ფერადი აღნიშვნები, შეცდომის შემოწმება და ხელმოწერის ადგილი — იბეჭდება A4-ზე.

როგორ შევავსოთ

  • ზემოთ ჩაწერეთ ორგანიზაცია და თვე, ქვემოთ — თანამშრომლები.
  • დღის უჯრაში ჩაწერეთ ნამუშევარი საათები, მაგალითად 8; ზეგანაკვეთურის შემთხვევაში 8ზ2.
  • არანამუშევარ დღეს ჩაწერეთ ასო: შ, ბ, გ ან დ.
  • თვის ბოლოს ტაბელს ხელს აწერს შემდგენი და ამტკიცებს ხელმძღვანელი.

როდის აღარ გყოფნით Excel

ხელით შევსებული ტაბელი თანამშრომლის სიტყვას ეყრდნობა და თვის ბოლოს საათობით მუშაობას მოითხოვს. Timo-ში ტაბელი თავად ივსება ჩექინებიდან — QR კოდით, GPS-ით ან ტაბლეტ-კიოსკით: დაგვიანებები, ზეგანაკვეთური, შვებულებები და ხელფასის გამოთვლა ავტომატურად, ექსპორტით Excel-ში. 3 თანამშრომლამდე უფასოა.

ხშირი კითხვები

შაბლონი უფასოა?

კი, სრულიად უფასოა და რეგისტრაცია არ სჭირდება. შეგიძლიათ შეცვალოთ და გამოიყენოთ თქვენს კომპანიაში.

Google Sheets-ში გაიხსნება?

კი. ატვირთეთ ფაილი Google Drive-ში და გახსენით Google Sheets-ით — ფორმულები იქაც მუშაობს.

15 თანამშრომელზე მეტი მყავს — რა ვქნა?

დააკოპირეთ ბოლო სტრიქონი და ჩასვით ქვემოთ, ან ტაბელი ფილიალებად დაყავით ცალკე ფურცლებზე.

როგორ ჩავწერო ღამის ცვლა?

ღამის ცვლა მთლიანად იმ დღეში ჩაწერეთ, როცა დაიწყო — მაგალითად 20:00–04:00 ცვლა 8 საათად დაწყების დღეს.

ასევე წაიკითხეთ

სცადეთ Timo თქვენს გუნდზე

Starter — უფასო 3 თანამშრომლამდე · Pro — 60₾ თვეში 30 თანამშრომლამდე · Business — ინდივიდუალური ფასი

+995 597 00 66 31