ელექტრონული ტაბელი, რომელიც თავად ივსება
ტაბელის ხელით შევსება აღარ გჭირდებათ: ყოველი ჩექინი და ჩექაუთი ავტომატურად ხვდება ტაბელში, თვის ბოლოს კი ერთი ღილაკით იღებთ Excel-ს ან PDF-ს.
3 თანამშრომლამდე სამუდამოდ უფასო · ბარათი არ სჭირდება
რა ჩანს ტაბელში
- ყოველი დღის მოსვლისა და წასვლის დრო, ნამუშევარი საათები.
- დაგვიანებები წუთებში, ზეგანაკვეთური და გაცდენები.
- შვებულებები და ბიულეტენი — ანაზღაურებადი და უხელფასო ცალ-ცალკე.
- ფილიალი, სადაც თანამშრომელმა რეალურად იმუშავა.
სამი ხედი ერთ მონაცემზე
თვიური ტაბელი მთელი გუნდისთვის, დღის ხედი ერთი თანამშრომლისთვის — კვირის ჯამებით, და სიის ხედი, სადაც ყოველი სესია ცალკე ჩანს. ნებისმიერ ხედში შეგიძლიათ დრო ჩაასწოროთ.
ჩასწორება კვალის დატოვებით
თუ თანამშრომელს ჩექაუთი დაავიწყდა, მენეჯერი დროს ხელით ასწორებს და მიზეზს უწერს. ყოველი ცვლილება — ვინ, როდის და რა შეცვალა — აუდიტ-ლოგში ინახება. თანამშრომელს თავადაც შეუძლია შესწორება მოითხოვოს.
ექსპორტი ბუღალტერიისთვის
ტაბელი და ხელფასის ანგარიში ექსპორტდება CSV, Excel და PDF ფორმატებში — პირდაპირ ბუღალტერთან გასაგზავნად.
ხშირი კითხვები
ღამის ცვლა სწორად ჩაითვლება?
კი. ცვლა, რომელიც შუაღამის შემდეგ მთავრდება (მაგ. 18:00–02:00), მთლიანად იმ დღეს ეკუთვნის, როცა დაიწყო.
შეიძლება გაყოფილი ცვლა, მაგალითად 11:30–18:30 და 18:30–02:00?
კი. დაგვიანება უახლოესი ცვლის დაწყებიდან ითვლება, საათები კი ყველა სესიის ჯამია.
ვის შეუძლია ტაბელის ნახვა?
მფლობელს და იმ მომხმარებლებს, ვისაც ეს უფლება მიეცით. ფილიალის მენეჯერი მხოლოდ თავისი ფილიალის ტაბელს ხედავს.
ასევე წაიკითხეთ
სცადეთ Timo თქვენს გუნდზე
Starter — უფასო 3 თანამშრომლამდე · Pro — 60₾ თვეში 30 თანამშრომლამდე · Business — ინდივიდუალური ფასი
