დასწრების აღრიცხვა მაღაზიებისა და ქსელებისთვის

რამდენიმე მაღაზია, ბევრი ცვლა და თანამშრომლები, რომლებიც ფილიალებს შორის გადადიან. Timo ყველა ფილიალს ერთ სისტემაში აერთიანებს და თითოეულ მენეჯერს მხოლოდ თავის გუნდს აჩვენებს.

3 თანამშრომლამდე სამუდამოდ უფასო · ბარათი არ სჭირდება

ფილიალის მენეჯერები და უფლებები

თითოეულ მომხმარებელს აძლევთ როლს (HR, მენეჯერი, ბუღალტერი) და განყოფილებებს, რომლებსაც ხედავს. ფილიალის მენეჯერი მხოლოდ თავისი ფილიალის თანამშრომლებს, ტაბელს და ცოცხალ დაფას ხედავს.

თანამშრომელი სხვა ფილიალში

როცა თანამშრომელი დღით სხვა მაღაზიაში გადადის, ჩექინი იმ ფილიალზე იწერება, სადაც რეალურად იმუშავა. იმ დღეს ის მასპინძელი ფილიალის ტაბელში ჩანს, ხელფასი კი ერთიანად ითვლება.

განრიგი და შვებულებები

  • კვირის განრიგი ცვლის შაბლონებით — დილის, საღამოს, ღამის.
  • შვებულებები, ბიულეტენი და უხელფასო დღეები — ანაზღაურების წესით.
  • თანამშრომლის კაბინეტი, სადაც თავის საათებს და განრიგს ხედავს.

ერთიანი ანგარიში

მფლობელი ყველა ფილიალის დასწრებას, დაგვიანებებს და ხელფასის ფონდს ერთ ეკრანზე ხედავს და ექსპორტს Excel-ში ან PDF-ში აკეთებს.

ხშირი კითხვები

რამდენი ფილიალის დამატება შეიძლება?

Pro და Business პაკეტებში ფილიალების რაოდენობა შეზღუდული არ არის. უფასო Starter-ში — 1 ფილიალი.

30-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს — რა პაკეტი გვჭირდება?

Business. მისი ფასი ინდივიდუალურია — დაგვიკავშირდით და ფილიალებისა და თანამშრომლების რაოდენობის მიხედვით შემოგთავაზებთ.

თანამშრომლების ატვირთვა Excel-იდან შეიძლება?

კი. შაბლონს ავსებთ და ერთიანად ტვირთავთ — ფილიალიც ფაილიდან ავტომატურად ამოიცნობა.

ასევე წაიკითხეთ

სცადეთ Timo თქვენს გუნდზე

Starter — უფასო 3 თანამშრომლამდე · Pro — 60₾ თვეში 30 თანამშრომლამდე · Business — ინდივიდუალური ფასი

+995 597 00 66 31