სამართლებრივი ინფორმაცია
ბოლო განახლება: 24.07.2026 · ოპერატორი: შპს ოსლო (ს/კ 405546280)
1. წესები და პირობები
1.1. ზოგადი. Timo (timo.ge) — „პლატფორმა" — ოპერირდება შპს ოსლოს (ს/კ 405546280) — „ჩვენ" — მიერ. პლატფორმის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ წესებს.
1.2. სერვისი. Timo არის სამუშაო დროის აღრიცხვის ონლაინ პლატფორმა (SaaS): ჩექინი/ჩექაუთი, ცოცხალი დასწრება, ცვლები, ტაბელი, რეპორტები. სერვისი მიეწოდება გამოწერის (subscription) საფუძველზე.
1.3. რეგისტრაცია. ანგარიშისთვის საჭიროა სწორი მონაცემები. თქვენ პასუხს აგებთ თქვენი ანგარიშისა და საშესვლელი მონაცემების უსაფრთხოებაზე.
1.4. პაკეტები და გადახდა. Starter — უფასო; Pro — 3 ₾/თანამშრომელი/თვე; Business — 5 ₾/თანამშრომელი/თვე; წლიური გადახდისას −20%. გადახდა მუშავდება საქართველოს ბანკის (BOG) გადახდის სისტემით. გამოწერა აქტიურდება გადახდის დადასტურებისთანავე და მოქმედებს არჩეული პერიოდის (თვე/წელი) განმავლობაში. ფასები შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი შეტყობინებით.
1.5. გამოყენების წესები. აკრძალულია პლატფორმის უკანონო მიზნით, სხვისი უფლებების დარღვევით ან გადაყიდვის მიზნით გამოყენება.
1.6. ხელმისაწვდომობა. ვცდილობთ სერვისის უწყვეტ მუშაობას, თუმცა არ ვიძლევით 100% ხელმისაწვდომობის გარანტიას (გეგმური სამუშაოები, ფორსმაჟორი).
1.7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა. სერვისი მიეწოდება „როგორც არის". კანონით დაშვებულ ფარგლებში, ჩვენი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ბოლო 3 თვის განმავლობაში გადახდილი თანხით.
1.8. მოქმედი სამართალი. ამ წესებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.
2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
2.1. რა მონაცემებს ვამუშავებთ:
- ანგარიშის მონაცემები: სახელი, ელფოსტა, კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, ტელეფონი.
- თანამშრომლების მონაცემები (შეჰყავს თქვენი კომპანია): სახელი, PIN, დასწრების ჩანაწერები, ჩექინის დროს GPS-ლოკაცია, სელფი — თუ ეს ფუნქცია ჩართულია.
- გადახდის მონაცემები: მუშავდება BOG-ის მიერ. საბანკო ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვინახავთ.
2.2. მიზანი. მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ სერვისის მიწოდებისა და გაუმჯობესებისთვის.
2.3. როლები. თანამშრომლების მონაცემებზე მონაცემთა დამმუშავებელი (controller) არის თქვენი კომპანია; Timo მოქმედებს უფლებამოსილი დამმუშავებლის (processor) სახით.
2.4. გაზიარება. მონაცემებს ვუზიარებთ მხოლოდ აუცილებელ სერვის-პროვაიდერებს (გადახდა — BOG; ჰოსტინგი/ინფრასტრუქტურა). მონაცემებს არ ვყიდით და მარკეტინგული მიზნით მესამე მხარეს არ გადავცემთ. საჯარო საიტის ვიზიტების ანალიტიკა (Google, Meta) მხოლოდ ვიზიტორის თანხმობით მუშაობს — იხ. ნაწილი 4.
2.5. შენახვა. მონაცემები ინახება ანგარიშის აქტიურობის განმავლობაში; სელფები ავტომატურად იშლება დაახლ. 60 დღეში.
2.6. უსაფრთხოება. მონაცემები დაცულია დაშიფვრით, წვდომის კონტროლითა და კომპანიებს შორის მკაცრი იზოლაციით.
2.7. თქვენი უფლებები. შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა — მოგვწერეთ contact@timo.ge.
3. დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკა
3.1. გამოწერის გაუქმება. გამოწერის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. სერვისი გააგრძელებს მუშაობას მიმდინარე ანაზღაურებული პერიოდის ბოლომდე; მომდევნო პერიოდზე ავტომატური გადახდა არ განხორციელდება.
3.2. თანხის დაბრუნება. ვინაიდან სერვისი ციფრულია და წვდომა მყისიერია, მიმდინარე პერიოდის თანხა, როგორც წესი, არ ბრუნდება. თუმცა:
- თუ ტექნიკური პრობლემის გამო ვერ ისარგებლეთ სერვისით, ან გადახდა შეცდომით მოხდა — მოგვმართეთ გადახდიდან 14 კალენდარულ დღეში და თანხას დაგიბრუნებთ.
- თითოეული განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად.
3.3. როგორ მოვითხოვო. გამოგვიგზავნეთ ელფოსტა contact@timo.ge ანგარიშისა და გადახდის დეტალებით.
3.4. დაბრუნების ვადა. დამტკიცების შემთხვევაში თანხა ბრუნდება იმავე გადახდის მეთოდზე 5–10 სამუშაო დღეში.
5. კონტაქტი და რეკვიზიტები
- იურიდიული პირი: შპს ოსლო
- საიდენტიფიკაციო კოდი: 405546280
- ვებ-გვერდი: timo.ge
- ელფოსტა: contact@timo.ge
- ტელეფონი: 599 18 01 40
- მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
